ICC-ის იურისდიქციის ფარგლები პოლიტიკურ-სამართლებრივი ექსტრადიციის განხორციელებისას
აბსტრაქტი :
სტატიაში განხილულია ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები, მათი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ეროვნული კანონმდებლობა. ყურადღება გამახვილებულია ექსტრადიციის პოლიტიზაციაზე, იმაზე, თუ როგორ შეუძლია მთავრობას გამოიყენოს ექსტრადიცია, როგორც პოლიტიკური მანევრირების, საერთაშორისო ურთიერთობებსა და საშინაო პოლიტიკაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი. კვლევის მიზანია ექსტრადიციის პოლიტიკურ-სამართლებრივი ანალიზი საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში, პრობლემების ნათლად წარმოჩენა, გადაჭრის გზების ძიება. ყურადღება გამახვილებულია ექსტრადიციისა და დიპლომატიის გადაკვეთის წერტილებზე, ხაზგასმულია, თუ როგორ სცდება პირის გადაცემის საქმეები ხშირად სამართლებრივ ჩარჩოებს. ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ხელშეკრულებების არსებობაზე, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე. განხილულია დადებითი და უარყოფითი შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოგვიტანოს სახელმწიფოს აქტიურმა ჩართულობამ გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას.
ნაშრომში გაკეთებულია დასკვნები და ჩამოთვლილია გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება დაგვეხმაროს შემდგომში ექსტრადიციის ფართო ჭრილში აღქმასა და მასში სამართლებრივი ნაწილის მნიშვნელობის დანახვაში, რათა სახელმწიფომ და სამართალმა ერთობლიობაში შეძლონ კანონის უზენაესობის დაცვით პირის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა.
საკვანძო სიტყვები :
საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, პოლიტიკა, დანაშაული