ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული დავების გადაწყვეტის სისტემის რეფორმა: ძირითადი სტრატეგიები და რეკომენდაციები
აბსტრაქტი :
ინვესტორთა და სახელმწიფოებს შორის დავების გადაწყვეტის (ISDS) სისტემა დიდი ხანია წარმოადგენს საერთაშორისო ინვესტიციების დაცვის ქვაკუთხედს, თუმცა მისი ლეგიტიმურობა სულ უფრო მეტად ექვემდებარება კრიტიკას გამჭვირვალობის, თანმიმდევრულობის, მიუკერძოებლობისა და სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ მზარდი შეშფოთების გამო. სტატია განიხილავს ISDS ჩარჩოს ისტორიულ ევოლუციას და აანალიზებს მის სტრუქტურულ ნაკლოვანებებს დოქტრინული და პრეცედენტული ანალიზის საშუალებით. ნაშრომი მკითხველს სთავაზობს ორ ურთიერთშემავსებელი რეფორმის სტრატეგიას. პირველი – მიზნობრივი მიდგომა, რომელიც ფოკუსირდება საინვესტიციო ხელშეკრულებების გაუმჯობესებაზე, როგორებიცაა: ადგილობრივი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის მოთხოვნა, ვადების შეზღუდვის მექანიზმები, ხელსაყრელი საინვესტიციო ხელშეკრულებების (treaty-shopping) შერჩევითად გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა და საქმეების კონსოლიდაციის პროცედურები. რიგით მეორე – ინსტიტუციური მიდგომა, მხარს უჭერს სისტემურ რეფორმას სააპელაციო ორგანოს ან მუდმივმოქმედი, მრავალმხრივი საინვესტიციო სასამართლოს შექმნის გზით, UNCITRAL-ის ან ევროკავშირის ეგიდით. ეფუძნება რა დარგში მიმდინარე უახლეს განვითარებებს, ნაშრომი ამტკიცებს, რომ ორივე ზემოხსენებულ მიდგომას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა ISDS რეჟიმის სანდოობის, თანამიმდევრულობისა და მდგრადობის აღსადგენად. საბოლოოდ, იგი ასკვნის, რომ დაბალანსებული და წესებზე დაფუძნებული რეფორმის პროცესით შესაძლებელია ინვესტორთა დაცვის ინტერესის, სახელმწიფოს მარეგულირებელი სუვერენიტეტისა და საჯარო ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ურთიერთშეთავსება.
საკვანძო სიტყვები :
საინვესტიციო სასამართლო, სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა, საარბიტრაჟო რეფორმა, რეგულირების სუვერენული უფლება

