კიბერშეტევების შერაცხვის ახალი მტკიცებულებითი სტანდარტების საჭიროება საერთაშორისო სამართალში

აბსტრაქტი :

თანამედროვე ეპოქაში ინდივიდები, კერძო კომპანიები, საჯარო დაწესებულებები და სახელმწიფო უწყებები თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულნი ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაზე. ციფრულ სისტემებსა და მონაცემებზე დამოკიდებულება იწვევს სუბიექტების მოწყვლადობას, რაც შესაძლებელია არსებითი ზიანის მიყენების მიზნით გამოიყენონ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სუბიექტებმა.  ზიანის მიყენების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, კიბერთავდასხმა, შეიძლება მიმართული იყოს ინდივიდუალური მომხმარებლების ან/და ორგანიზაციების წინააღმდეგ, მისი ზეგავლენა კი  შეიძლება გავრცელდეს სახელმწიფოების მთელ უსაფრთხოებასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. შედეგად, საერთაშორისო საზოგადოებაში იზრდება მოთხოვნა, რომ უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობა ასეთი თავდასხმებისათვის და შემუშავდეს მექანიზმები, რომლებიც მოახდენს პოტენციური ინციდენტების პრევენციას. ბოლო წლებში კიბერთავდასხმების შერაცხვა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლებრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად იქცა. აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად განხილულია წარმოდგენილ ნაშრომში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღწერს სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის არსებულ მტკიცებულებით სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებს. ნაშრომი მიზნად ისახავს, გამოავლინოს ძირითადი უპირატესობები, გამოწვევები და პერსპექტივები კიბეროპერაციების შერაცხვის ერთიანი სტანდარტის დადგენის საკითხში.

 

საკვანძო სიტყვები :

კიბეროპერაციები, ჯვარედინი შემოწმება, მტკიცებულებების შკალა, სახელმწიფოთა პასუხისმგებლობა

სრული PDF:

PDF