კონსენსუსი – პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი

აბსტრაქტი :

სტატია წარმოადგენს მცდელობას, გააანალიზოს, თუ რა ნაბიჯები იდგმება ქვეყნის ეროვნული ინტერესების განხორციელების და სამშვიდობო კულტურული პოლიტიკის წარმოების მიზნებისთვის ადგილობრივ დონეზე, სტატია, მეორე მხრივ, წარმოადგენს აკადემიურ კვლევას, რომელიც მოახდენს პოლიტიკური კულტურის ანალიზის ფონზე, ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების, ძალაუფლებისა და პოლიტიკური პარტიების პლატფორმების სისტემურ ანალიზს.

სტატიის მიზანია მიაწოდოს მკითხველს ინფორმაცია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების ბუნების, არსის და ფუნქციის, მისი მნიშვნელობის შესახებ, ასევე რა როლი აქვს მას სადავო საკითხებზე შეთანხმების მიღწევის პროცესში, ნაშრომში განხილული იქნება მოლაპარაკების პროცესი, მომზადების ეტაპები, სტრატეგია და ტაქტიკა.

სტატიაში გაანალიზებულია კონსენსუსისა და მოლაპარაკების არსი, ამასთან ქვეყნის შიდა და საგარეო კულტურული პოლიტიკის წარმოების კუთხით არსებული მდგომარეობა და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობა.

საკვანძო სიტყვები :

გამოწვევა, კომპრომისი, რადიკალიზმი

სრული PDF:

PDF