მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამართლებრივი მდგომარეობა (შედარებით სამართლებრივი ანალიზი)

აბსტრაქტი :

სტატია ეხება საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამართლებრივ მდგომარეობას, მათ სამართლებრივ სტატუსს როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნების (მოლდოვა, რუსეთი, ყაზახეთი) სამართლის სისტემაში, ამ კუთხით მის შედარებით-სამართლებრივი მეთოდოლოგიის საფუძველზე დახასიათებასა და სამართლებრივ ანალიზს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსზე მაკრო და მიკრო, ემპირიულ, ინსტიტუციონალურ-აღწერილობითი, ფუნქციონალური შედარებით-სამართლებრივი მეთოდების საფუძველზე.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადგილს საქართველოსა და სხვა განვითარებადი ქვეყნების სამართლის სისტემებში, მათი სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობის სახეებისა და ფუნქციონირების შედარებით სამართლებრივი დახასიათების კუთხით.
ავტორს უყურადღებოდ არ რჩება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული პრუდენციული და არაპრუდენციული რეგულირების სამართლებრივი საშუალებების მხრივ არსებული სუსტი და ძლიერი მხარეების ჩვენებაც.
სტატიაში შედარებით-სამართლებრივი მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანალიზებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე თავისებურებები, მსგავსებები და განმასხვავებელი ნიშნები, რომლებითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გამოირჩევა საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში.

საკვანძო სიტყვები :

კაპიტალი, მომხმარებელი, სესხი

სრული PDF:

PDF