ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემური ასპექტები

აბსტრაქტი :

სამართალდამცავი ორგანოები (შსს, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სხვ.) ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან შემხებლობაში მყოფი ყველაზე ახლო მდგომი სტრუქტურებია, რადგან სწორედ მათი კომპეტენციის ფარგლებში შედის დანაშაულის გასახსნელად, ანდა კონკრეტული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება. ამიტომ, მათი საქმიანობის სათანადოდ რეგულირება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის უფლებების დაცვას, მასში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ჩარევებისაგან.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ პირთა ინტერესის გაუმართლებელი შეზღუდვა საჯარო ინტერესის სახელით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო უფლებამოსილება და პრაქტიკა ისე განვითარდეს, რომ კანონმდებლობის საფუძველზე დაცული იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.

სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ფარგლები და მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყანაში არსებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის რეალური დონის მაჩვენებელია.

სამართლებრივი სახელმწიფო, ისეთი სახის, სამართალდამცავი მექანიზმის შექმნას გულისხმობს, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციის დაცვას. საქართველოში, ისევე როგორც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას სახელმწიფო სტრუქტურები უზრუნვ ელყოფენ, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის სამართალდამცავ ორგანოებს.

სსს კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების დამატებამ მოახდინა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა დაყოფა. საპროცესო კოდექსმა განსაზღვრა ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახით ის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩასატარებლად აუცილებელია სასამართლოს განჩინება. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში
ბუნდოვანია მათი განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ერთი მხრივ, ოპერატიული საქმიანობა, რასაც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონი არეგულირებს და წინ უსწრებს გამოძიებასა და საისახლისსამართლებრივ დევნას და მეორე მხრივ, საგამოძიებო საქმიანობა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს.

საკვანძო სიტყვები :

ღონისძიება, საპროცესო, რეგულირება

სრული PDF:

PDF