პირობითი მსჯავრის არსი და მისი დანიშვნის პრობლემატური ასპექტები

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატიაში განხილულია პირობითი მსჯავრის ინსტიტუტის არსი, იურიდიული ბუნება და მისი სასჯელთან ურთიერთმიმართების საკითხი, ასევე გაანალიზებულია პირობითი მსჯავრის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლების პრობლემატური ასპექტები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პირობითი მსჯავრის ინსტიტუტი, თავისი არსითა და ფუნქციური დანიშნულებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ერთ-ერთ თვალსაჩინო სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც გვთავაზობს განაჩენის აღსრულებასა და სასჯელის მიზნების მიღწევას, მსჯავრდებულზე შედარებით ნაკლები მსუსხავი ეფექტის მქონე ზემოქმედების განხორციელების საშუალებით. შესაბამისად, პირობითი მსჯავრი გვევლინება სასჯელის რეალურად აღსრულების შემაკავაბელ ბერკეტად, რომელიც წარმოადგენს განაჩენის აღსრულებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის ალტერნატიულ სამართლებრივ საშუალებას.

სტატიაში ასევე განხილულია პირობითი მსჯავრის სახეები და მისი დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები. პირველ რიგში, გაანალიზებულია პირობითი მსჯავრის გამოყენებისას საპროცესო შეთანხმების არსებობის აუცილებლობის შემთხვევები. ამ ასპექტში განხილულია სსკ-ის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და სხვა ნაწილების ურთიერთდამოკიდებულების საკითხები. მეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს საპროცესო შეთანხმება ყოველთვის წარმოადგენს თუ არა ყველა სახის პირობითი მსჯავრის დანიშვნისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, წინამდებარე სტატიაში განისაზღვრა პირობითი მსჯავრის სამართლებრივი ბუნება და მისი დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლების თავისებურებანი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის არსებობის პირობებში.

საკვანძო სიტყვები :

სასჯელი, აღსრულება, პირობადადებული

სრული PDF:

PDF