სასჯელის ეკონომიკური დასაბუთების საკითხის აქტუალობა

აბსტრაქტი :

ამ ნაშრომის მთავარი მიზანია – სასჯელის ეკონომიკური დასაბუთების შესწავლა. მისი თავისებურება მდგომარეობს განვითარებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში სადამსჯელო პოლიტიკის ეფექტური ღონისძიებებისა და მეთოდების გამოვლენის აუცილებლობაში. ასევე, სადამსჯელო ტენდენციების განვითარების ანალიზის საჭიროებასა და იმ ფაქტორების აღმოფხვრის შესაძლებლობაში, რომლებიც ხელს უშლიან, გავიგოთ დასჯის პრაქტიკის რეალური ადგილი მოსახლეობის არსებობის პირობებში. ამ მიმართულებით კრიტიკულად განიხილება სასჯელის ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორია და სასჯელის ნეოინსტიტუციონალური ეკონომიკური თეორია. შესაბამისად, სტატიაში მტკიცდება აზრი, რომ სახელმწიფო პოლიტიკის პრეტენზიების საზღვრებიდან გასვლა საზოგადოების ეკონომიკური კანონების სფეროში მეცნიერებას საშუალებას მისცემს გადახედოს სამეცნიერო კვლევის ამოცანებს. იურიდიული და ინსტიტუციური ვირტუალური თემების ნაცვლად მეცნიერებამ უნდა მიმართოს დასჯის სოციალურ პრობლემებს, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ბირთვს – სასჯელის ეკონომიკას. შესაბამისად, სახელმწიფოდან საზოგადოებაში ვირტუალური გადაადგილების ნაცვლად აზროვნება საზოგადოებიდან დასჯის პოლიტიკაზე დაიწყებს გადასვლას. ამ მომენტიდან იწყება სასჯელის მეცნიერული კვლევის სვლა.

საკვანძო სიტყვები :

დანაშაულობა, ეკონომიკა, განვითარება

სრული PDF:

PDF