საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მოდელი საქართველოში: განხორციელება, შედარებითი პერსპექტივა და პრაქტიკული გამოწვევები

აბსტრაქტი :

კვლევის შედეგად დგინდება, რომ საქართველოში მოქალაქეებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული საპოლიციო მიდგომა ჯერ კიდევ ვერ ფუნქციონირებს სრულფასოვან დამოუკიდებელ ინსტიტუციურ მოდელად. მისი პრაქტიკული განხორციელება ძირითადად ფერხდება მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციური გადატვირთვით, სამართლებრივი სტატუსის არასაკმარისი სიცხადით, ადგილობრივი ანგარიშვალდებულების სუსტი მექანიზმებითა და საზოგადოებასთან არასისტემური კომუნიკაციით.
ნაშრომის სამეცნიერო სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული ინსტიტუტი შეფასებულია არა როგორც პოლიციის დამატებითი პრევენციული მიმართულება, არამედ როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული მოდელი, რომელიც საჭიროებს ფუნქციების მკაფიო გამიჯვნას, ადგილობრივ დონეზე ნდობის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებრივ საჭიროებებზე ორიენტირებულ საქმიანობას.
კვლევა ეყრდნობა შედარებით-სამართლებრივ და ინსტიტუციურ ანალიზს. შეფასებულია ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და ნიდერლანდების გამოცდილება, აგრეთვე საქართველოს მოქმედი სამართლებრივი ნორმები. კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას მართლწესრიგის ოფიცრის სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესების, პროფესიული მომზადების სტანდარტების შემუშავებისა და საქართველოს საპოლიციო სისტემაში ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერებისათვის. დასკვნით ნაწილში შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია მართლწესრიგის ოფიცრის როლის დაზუსტების, პროფესიული მომზადების გაუმჯობესების, ადგილობრივი ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაძლიერებისკენ.

საკვანძო სიტყვები :

ნდობა, ანგარიშვალდებულება, პრევენცია, ადგილობრივი უსაფრთხოება, ინსტიტუციური რეფორმა, სამეზობლო პარტნიორობა

სრული PDF:

PDF