თაღლითობის დანაშაულზე არსებული მტკიცებითი სტანდარტები და მტკიცებულებათა მოპოვების ზოგიერთი თავისებურება
აბსტრაქტი :
ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში თაღლითობის დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიკაცია და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. დანაშაულის ჩამდენი პირები დანაშაულის ჩასადენად იყენებენ როგორც სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს, ასევე კომპიუტერულ სისტემებს, რომელთა მეშვეობითაც მოტყუებით ეუფლებიან სხვა პირთა საკუთრებას.
ნაშრომის აქტუალურობას განაპირობებს თაღლითობის, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულის გავრცელების მასშტაბები და დაზარალებულის დამოკიდებულება დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების მიმართ. მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა, პრობლემურია თაღლითობის დანაშაულთან დაკავშირებული გარკვეული მტკიცებულებების მოპოვების საკითხი.
ნაშრომი ძირითადად უკავშირდება თაღლითობის დანაშაულების მტკიცებით სტანდარტებს. გაანალიზებულია კონკრეტული მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება, სასამართლოში წარდგენა და გამოკვლევა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ნაშრომში გაანალიზებულია კონკტერული მტკიცებულებების მნიშვნელობა გამოძიების და სასამართლო განხილვის პროცესში, წამოჭრილია პრობლემები, რომლებსაც ბრალდების მხარე (პროკურორი და გამომძიებელი) აწყდება პრაქტიკაში და მოცემულია მათი გადაწყვეტის ალტერნატიული გზები.
საკვანძო სიტყვები :
ელექტრონული მტკიცებულებები, წერილობითი შეთანხმება, მოწმის/დაზარალებულის ჩვენება, კომპიუტერული მონაცემი

