უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის (არჩევის) წესი
აბსტრაქტი :
კვლევა ემყარება საერთაშორისო გამოცდილებას და მიმოიხილავს საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ეს დოკუმენტები განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ყველა ქვეყანა უზენაესი სასამართლოს სისტემის ჩამოყალიბებისას.
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში არსებული მდგომარეობა და იდენტიფიცირებულია შესაბამისი გამოწვევები. ამ მიზნით, შესწავლილია რეკომენდაციები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე გასცეს საქართველოსთვის. სრული სურათის წარმოსაჩენად, ნაშრომი აღწერს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის რეფორმას და ისტორიულ ექსკურსს, რომელიც გაანალიზდა საერთაშორისო სტანდარტთა შესაბამისად. კვლევაში განსაზღვრულია ის სამომავლო ნაბიჯებიც, რომლებიც უნდა გადაიდგას გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ნაშრომის დასკვნითი ნაწილი მოიცავს მიგნებებს და რეკომენდაციებს, თუ რა გზებით შეიძლება საერთაშორისო სტანდარტთა სრულად დანერგვა.
საკვანძო სიტყვები :
რეფორმა, დემოკრატია, ცვლილებები