“სამართლის მაცნეს” მთავარი რედაქტორი აზიის მეცნიერ-რედაქტორთა საბჭოს (ACSE) წევრია

ჟურნალი “სამართლის მაცნეს” მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია აზიის მეცნიერ-რედაქტორთა საბჭოს (ACSE) წევრად იქნა აღიარებული.
აზიის მეცნიერ-რედაქტორთა საბჭო (ACSE) აერთიანებს საგამომცემლო საქმის ექსპერტებს, რომლებიც იღწვიან სამეცნიერო პუბლიკაციების სტანდარტების განვითარებისთვის. ACSE-ის მისიაა საუკეთესო საგამომცემლო პრაქტიკის პროპაგანდა და რეგიონში სარედაქციო სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების დადგენა, ღირებული ინფორმაციის გავრცელება და უახლესი დარგობრივი ინსტრუმენტების და გადაწყვეტილებების დანერგვა.