საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოლოცვა სამართლის მაცნეს გამოცემასთან დაკავშირებით
ვულოცავ იურიდიულ საზოგადოებას ახალი სამეცნიერო ჟურნალის, „სამართლის მაცნეს“ გამოსვლას.
ვფიქრობ, ქართულ იურიდიულ პერიოდიკას, „სამართლის მაცნეს“ სახით შეემატა ჟურნალი, რომელიც იქცევა მაღალპროფესიული და სიღრმისეული სამართლებრივი დისკუსების წარმართვის პლატფორმად.
თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმებისა და თითოეული ინდივიდის სამართლებრივი დაცულობის გარანტიის შექმნა მიღწევადია, მხოლოდ, სამართლის განვითარების გზით. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ეროვნული სამართლებრივი სისტემის გაძლიერება, კვალიფიციური სამეცნიერო კვლევების განხორციელება და მათი, საზოგადოების ფართო წრეებისათვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. იმედს გამოვთქვამ, რომ სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ გახდება, იურისპრუდენციის და ადამიანის უფლებების აქტუალური და პრობლემური საკითხების შესახებ, წარმატებული ბეჭდვითი სამეცნიერო ტრიბუნა, რომელიც გაამდიდრებს აკადემიურ რესურსს, შექმნის სამართლის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. ასევე, იგი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქართული სამართლის, არამედ ქართული მართლმსაჯულების განვითარებასაც.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გამოცემა, ასევე, ემსახურებოდეს საზოგადოების ინფორმირების მიზანს, რათა მას ჰქონდეს ნათელი სურათი სამართლის, კანონისა და მისი პრაქტიკული გამოყენების ტენდენციების თაობაზე. და ბოლოს, ვუსურვებ „სამართლის მაცნეს“, ჰყავდეს ბევრი პოზიტიური და კრიტიკულად განწყობილი მკითხველი, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო დისკუსიის განვითარებასა და ხელშესახებს გახდის ჟურნალის მნიშვნელობას, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე
ნინო ქადაგიძე