ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის მიხედვით

აბსტრაქტი :

სტატიაში, ევროკავშირში მოქმედი სამართალის გათვალისწინებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, შემუშავებულია საკანონმდებლო ინიციატივები საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონში. აღნიშნული, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა, განპირობებულია არა მარტო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროს ადგილითა და დანიშნულებით ზოგადად სამოქალაქო სამართალში, არამედ, იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში შემდგომში თავის მზარდი როლით საერთაშორისო კერძო სამართალებრივ ურთიერთობებში. გამომდინარე იქიდან, რომ მომავალში გახშირდება სამართლის აღნიშნულ სფეროში უცხოური ელემენტით მონაწილე პირთა სასამართლო ურთიერთობა, შესაბამისად, თავის მხრივ, ასევე, ამან შეიძლება გამოიწვიოს მხარეთა შორის წარმოქმნილი დავების ზრდა. გამომდინარე აქედან, საჭირო გახდება ამ ურთიერთობების მოწესრიგების როგორც მატერიალური, ასევე, საპროცესო სამართლით დადგენილი წესებისა და საფუძვლების არსებობა

საკვანძო სიტყვები :

განსჯადობა, ხელშეკრულება, სამართალი

სრული PDF:

PDF