მედიაციის გამოყენების მნიშვნელობა ბიზნესდავებში პანდემიის დროს

აბსტრაქტი :

პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბიზნესდავების დროული განხილვა-გადაწყვეტა, რაც მიიღწევა მედიაციის დახმარებით.

კვლევის მიზანია, დადგინდეს, როგორია მედიაციის ინსტიტუტის მნიშვნელობა კორონავირუსის გავრცელებისა და სასამართლოებში ბიზნესდავებზე საქმეების გადატვირთულობის პირობებში. საკითხი საინტერესოა მედიაციაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.

კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გავრცელების დროს მედიაცია განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ბიზნესისთვის. ეს განაპირობა შემდეგმა თავისებურებებმა: სასამართლოში საქმის განხილვისგან განსხვავებით, მედიაცია არაა დროში გაწელილი, არის იაფი, მშვიდი და ეფექტიანი პროცესი, რომელიც მხარეთა ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული; ამასთან, მედიაციის კონფიდენციალობის მიზანია როგორც საიდუმლო მონაცემების დაცვა და მხარეთა შორის მიმდინარე ურთიერთობის შენარჩუნება, ისე მხარეთა ნდობის გამყარება მედიაციის მიმართ.

ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, საქართველოში შეიქმნა ახალი რეალობა. 2020 წლის დასაწყისიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი „მედიაციის შესახებ“, რომლითაც უკვე რამდენიმე ბიზნესსუბიექტმა წარმატებით ისარგებლა და წლების განმავლობში მიმდინარე დავები მოაგვარა.

ამასთან, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების პირობებში აქტუალური გახდა დისტანციური მედიაციის გამოყენება. პანდემიის დროს სასამართლო პროცესების გაჭიანურებამ შეიძლება დიდი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს ბიზნესსუბიექტებისთვის. ამიტომ უარყოფითი ეფექტების პრევენციისა და დავების დროული განხილვის თვალსაზრისით, მიზანშეწონილია მედიაციის ინსტრუმენტის გამოყენება.

 

საკვანძო სიტყვები :

კორონავირუსი, მედიაცია, სამართალწარმოება

სრული PDF:

PDF