სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გამოყენების ფარგლები
აბსტრაქტი :
სტატიაში განხილულია სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გამოყენების საფუძვლები. მისი შინაარსიდან გამომდინარე, სტატია მნიშვენლოვანია როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული თვალსაზრისითაც. საკითხები მიმოხილულია შედარებითსამართლებრივი და ლოგიკური კვლევის მეთოდების გამოყენებით, აშშ-ს გერმანიის და საქართველოს კანონმდებლობის მაგალითზე.
იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ნორმა სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ განთავსებულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის სააქციო საზოგადოების თავში, ეს საკითხი კითხვებს ბადებს პრაქტიკოს იურისტებში, კერძოდ, სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ხომ არ უნდა ჰქონდეს ე.წ. დახურული სააქციო საზოგადოების აქციონერსაც, თუ ეს ვალდებულება მხოლოდ ე.წ. ღია სააქციო საზოგადოებების აქციონერებისთვისაა განკუთვნილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატატიის უმთავრესი მიზანია, მკითხველს შეუქმნას ნათელი წარმოდგენა იმასთან დაკავშერბით, თუ როდის და რა ტიპის საწარმოს არსებობის შემთხვევაში ხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების გამოყენება სავალდებულო და როდის არაა ვალდებული აქციონერი გააკეთოს სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სხვა აქციონერთა მიმართ.
საკვანძო სიტყვები :
აქცია, ვალდებულება, გამოსყიდვა