ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიას ცნობილი უკრაინელი მეცნიერი შემოურთდა
ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიას ცნობილი უკრაინელი მეცნიერი ქალბატონი სოფია ლიხოვაია შემოურთდა.
ქალბატონო სოფია გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სერბეთის ქალაქ ნოვი სადის „საგადასახადო აკადემიის“ პროფესორი, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სისხლის სამართლის და პროცესის კათედრის გამგე, სამართლის მეცნიერებებათა უკრაინის ეროვნული აკადემიის დანაშაულებათა შესწავლის პრობლემების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
უკრაინის იურისტთა ასოციაციის წევრი, რამდენიმე უკრაინული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
პროფესორი სოფია ლიხოვაია არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მისი არაერთი ნაშრომი გამოქვეყნებულია და მრავალჯერ გახლავთ ციტირებული უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში, რომლებიც შესულია მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში.