საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჰაერო გადამყვან-გადამზიდველისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან

აბსტრაქტი :

საქართველოს ინტეგრაცია ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში მოითხოვს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. იმისათვის, რომ საჰაერო გადამყვან-გადამზიდველმა მოიპოვოს ბაზარზე ოპერირების უფლება, აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს მთელ რიგ მოხოვნებს. წინამდებარე სტატიის მიზანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შეადაროს ევროკავშირის კანონმდებლობას და გამოავლინოს არსებული შეუსაბამობები.

ნაშრომში ჩამოყალიბებულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სამართლის ნორმების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი შეგვიძლია დავყოთ ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერამდე პერიოდს (2010 წლამდე), ხოლო მეორე – მის შემდგომ წლებს. პირველ ეტაპზე მიღებულ სამართლის ნორმებში ნაკლებად შეიმჩნევა ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მეორე ეტაპზე კი იწყება ქართული საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეგულირების ერთიანი წესების შემუშავება, კერძოდ, ქართულ კანონმდებლობაში განხორციელდა სარეგისტრაციო, ფინანსური, სადაზღვევო, მმართველობის, საკუთრებისა და კონტროლის განმსაზღვრელი ნორმების იმპლემენტაცია.

ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ გადაყვანა-გადაზიდვების სფეროში მოქმედი სამართლის ნორმები, მეტწილად, შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.

საკვანძო სიტყვები :

ჰარმონიზაცია, გადაყვანა-გადაზიდვები, ინტეგრაცია

სრული PDF:

PDF