არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის პრინციპის საქართველოს კონსტიტუციაში ინკორპორირების მიზანშეწონილობა
აბსტრაქტი :
საქართველოს კონსტიტუცია არის უმაღლესი ძალის მქონე იურიდიული დოკუმენტი, რომელში მოცემულ დებულებებზეც დაშენებულია სამართლებრივი აქტები, მათ შორის არასრულწლოვანთა კანონმდებლობა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის მამოძრავებელ ნორმა-პრინციპად მიჩნეულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპი, რომელიც არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ერთგვარი მაკონტროლებელი და გარანტი. ნაშრომის მიზანია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის საქართველოს კონსტიტუციაში ინკორპორირების თაობაზე მსჯელობის მეცნიერული და პრაქტიკული განვითარება, რისთვისაც გამოყენებული იქნება კვლევის ლოგიკური ანალიზის მეთოდი, შედარებით-სამართლებრივი მეთოდი. ნაშრომში გაანალიზებულია, თუ როგორ ხდება ნორმის კონსტიტუციაში ინკორპორირება, გამოკვეთილია არასრულწლოვანთა პრინციპთა პრინციპის არსი და განხილულია საერთაშორისო გამოცდილება, რომლითაც განმტკიცებულია საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის პრინციპის კონსტიტუციაში გაწერის მნიშვნელობის აუცილებლობა, რაც იქნება ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების განვითარების ფუნდამენტი.
საკვანძო სიტყვები :
იუვენალური, კანონმდებლობა, ჰარმონიზაცია