ლაზერული მოდელირების გამოყენების შესაძლებლობები და პერსპექტივები სასამართლო ბალისტიკაში

აბსტრაქტი :

შეიარაღებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ-საგამოძიებო და სასამართლო-საექსპერტო პრაქტიკის გაუმჯობესების ინტერესებიდან გამომდინარე, სტატიაში განხილულია შემთხვევის ადგილზე ლაზერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ტყვიის ფრენის ტრაექტორიის მოდელირებისა და ტყვიის გასროლის მანძილის განსაზღვრის არსებული მდგომარეობა. მოცემულია მეთოდები და ავტორის კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით. დასაბუთებულია სასამართლო ბალისტიკაში მათი ფართოდ დანერგვის მიზანშეწონილობა. მოცემულია ალგორითმები, პრაქტიკული რეკომენდაციები და ლაზერების გამოყენებით მითითებული ამოცანების გადაჭრის რეალური მაგალითები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებიდან, რომლებიც დაკავშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დანაშაულებრივი მიზნებისთვის. შემოთავაზებულია და გამჟღავნებულია საფანტის (საფანტიანი კარტეჩის) გარსის ფრენის ტრაექტორიის მოდელირების ახალი პრინციპული შესაძლებლობა კომპაქტური ლაზერული გამოსხივების წყაროების და ამ მიზნებისათვის შექმნილი პირადი ინიციატივით სპეციალური ლა ზერული მოწყობილობის გამოყენების ხარჯზე.

საკვანძო სიტყვები :

ტყვია, მოდელირება, ლაზერი

სრული PDF:

PDF