კანონის ადეკვატურობა მედიის დაცვასა და შეზღუდვაში
აბსტრაქტი :
წინამდებარე სტატია დაეყრდნობა დასავლური მედიის პრაქტიკას: თანამედროვე დემოკრატიული მმართველობის პირობებში მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა შემდეგი რა ძირითადი ფაქტორებითაა განპირობებული. სტატიაში განხილული და გამოკვლეულია საკანონმდებლო აქტების, წესებისა და რეგულირების არსებობა; საბაზრო ურთიერთობის პირობებში მედიის მართვა; მედიის მწარმოებელთა პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. თანამედროვე საზოგადოებაში პოსტინდუსტრიალიზაციამ, ახალმა ტექნოლოგიებმა და გლობალიზაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორ შესძინეს მედიის წარმოების სამართლებრივ საჭიროებებს. სტატიის მიზანია ქართული და საერთაშორისო სამართლის გამოყენებით გამოვკვეთოთ და გავიმეოროთ: როგორც არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება შეზღუდვების გარეშე, ასევე პასუხისმგებლობის არსებობა შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. ამ ნაშრომში, სადაც მედიის სამართლებრივ და ეთიკურ კატეგორიებზე ვიმსჯელებთ, კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს ინტერდისციპლინარული სამეცნიერო წყაროები და ლიტერატურა წარმოადგენს. შევისწავლეთ დისკუსიები მედიის მხრიდან იურიდიულ დარღვევებზე, ჟურნალისტების უფლებების დაცვის ფაქტებსა და მათი მუშაობის სიმართლისა და სამართლიანობის პრინციპით წარმართვაზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სტატიაში წარმოდგენილი პრობლემის წარმოქმნის უნარი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტს შეეხება. დამოუკიდებელ, თავისუფალ მედიას ესაჭიროება სახელმწიფოსა და მედია
მფლობელის მხრიდან ჩაურევლობა. მედიაში სიტყვის თავისუფლებამ დემოკრატიულობის მაღალი შედეგი აჩვენა, ისევე, როგორც თავისუფალმა მედიამ შეუმჩნევლად გააფართოვა უფლებათა სამართალი, რომელიც დარწმუნების უფლებასაც მოიცავს. სტატიაში წარმოდგენილი კვლევის შედეგები შეიძლება ქართულ მედიაში პროდუქციის წარმოების ხარისხის მსაზღვრელი იყოს. თანამედროვე მედიისთვის სამართლებრივი უზრუნველყოფა საიმედო საფუძველია მისი განვითარებითვის.
საკვანძო სიტყვები :
სიტყვის ძალა, მედიის დაცვის საზღვრები, თავისუფალი აზრი, პასუხის უფლება