„სამართლის მაცნე“ მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ბაზა ERIH PLUS -ში ინდექსირდება!

„სამართლის მაცნე“ მსოფლიო მასშტაბის სამეცნიერო ბაზა ERIH PLUS -ში ინდექსირდება!

2024 წელი ჟურნალი „სამართლის მაცნესთვის“ მნიშვნელოვანი წარმატებით დაიწყო. „სამართლის მაცნე“ 2 იანვრიდან საერთაშორისო გლობალურ სამეცნიერო ბაზა ERIH PLUS -ში ინდექსირდება.

ეს გახლავთ ჟურნალის მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი აღიარება.

ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჟურნალის გამომცემელი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირის” წევრებს, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას, ავტორებს და იურიდიულ საზოგადოებას!

ERIH PLUS გახლავთ ინდექსი, რომელიც მოიცავს სოციალურ და ჰუმანიტარული მეცნიერების დარგის წამყვან საერთაშორისო აკადემიურ ჟურნალებს.

ERIH PLUS მიზნად ისახავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული კვლევების ძიების და წვდომის გაიოლების ხელშეწყობას.

ERIH PLUS გახლავთ უკვე მეჩვიდმეტე გლობალური სამეცნიერო ბაზა, რომელშიც „სამართლის მაცნე“ ინდექსირდება.

ERIH PLUS -ს ბაზაში “სამართლის მაცნეს” შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://kanalregister.hkdir.no/publiseringskanaler/erihplus/periodical/info.action?id=506254