უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი გამოსახლების პრობლემები საქართველოში

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატია ეძღვნება სამოქალაქო სამართალში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – გამოსახლებას, როგორც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას. პარლამენტის გადაწყეტილებით გაუქმდა „საპოლიციო გამოსახლება“, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იყო უძრავი ნივთის უკანონო/არამართლზომიერი მფლობელების გამოსახლება სასამართლო მიმართვის გარეშე. ამ ფაქტმა გამოიწვია დღესდღეობით არსებული სავალალო ვითარება და სახეზე გვყავს უამრავი დაზარალებული მესაკუთრე.

საკუთრების უფლება ადამიანის ძირითადი უფლებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებაა. საკუთრების უფლება პირს ანიჭებს მფლობელობის, განკარგვისა და სარგებლობის უფლებას, რაც გულისხმობს ნივთზე ყოვლისმომცველ იურიდიულ ბატონობას. არამართლზომიერი მფლობელის მიერ საცხოვრებელი ფართის უკანონოდ დაკავებისას კი ირღვევა მესაკუთრის საკუთრების უფლება. შესაბამისად, მესაკუთრეს უნდა შეეძლოს უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა სწრაფი და ეფექტიანი მექამიზმის საშუალებით.

ზემოთ აღნიშნულმა გამოიწვია სასამართლოში მიმართვიანობის გაზრდა და პირის გამოსახლების გაჭიანურება. გარდა ამისა, საკუთრების უფლების ამგვარი შეზღვუდვა არაკონსტიტუციურ და დაუსაბუთებულ საკუთრების უფლების შეზღუდვად მიგვაჩნია.

 

საკვანძო სიტყვები :

მესაკუთრე, გამქირავებელი, დამქირავებელი, არამართლზომიერი მფლობელი

სრული PDF:

PDF