სავალდებულო წილი, როგორც სახელმწიფოს ჩარევა მემკვიდრეობის უფლებაში (შედარებითსამართლებრივი ანალიზი)
აბსტრაქტი :
სავალდებულო წილი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სავალდებულო ნაწილს ან იძულებით მემკვიდრეობას, არის იურიდიული კონცეფცია ზოგიერთ იურისდიქციაში, რომელიც ზღუდავს ინდივიდის თავისუფლებას, განკარგოს თავისი აქტივები ანდერძის მეშვეობით.
სავალდებულო წილის სპეციფიკა ძალიან განსხვავდება ქვეყნებს შორის და თუნდაც, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ან შტატში. ზოგიერთ იურისდიქციაში სავალდებულო წილი შეიძლება იყოს ქონების ფიქსირებული პროცენტი, ზოგიერთში კი ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: მემკვიდრეთა რაოდენობა და მათი ურთიერთობა გარდაცვლილთან.
აღნიშნულ სტატიაში განხილული იქნება სავალდებულო წილის განსაზღვრის პირობები, რეგულირების მასშტაბები და მისი ჩამორთმევის გზები შედარებითსამართლებრივ ჭრილში. საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის სამართლის მაგალითზე გააზრებული იქნება სავალდებულო წილის არსი, როგორც მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების შემზღუდველი ბერკეტი სახელმწიფოს მხრიდან, მისი ჩარევის ფარგლები სხვადასხვა ქვეყნის სამართლის მაგალითზე. ის განსხვავებები, თუ როგორ სპეციფიკურად უდგება ყველა ქვეყანა მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური განვითარების შესაბამისად, მამკვიდრებლის უკანასკნელ სურვილს. აგრეთვე, გვერდს ვერ ავუვლით უღირსი მემკვიდრის ცნობის საკითხს, რომელიც უმთავრესი ფაქტორია სავალდებულო წილის ჩამორთმევისა და სწორედ, მისი დეფინიციის დროს იკვეთება კანონმდებლის ნება, თუ რამდენად შორს იხედება და იცავს მამკვიდრებელს მისი კონსტიტუციური უფლების აღსრულებაში. უღირსი მემკვიდრის სხვადასხვა განსაზღვრისა და რეგულირების მასშტაბს მოიცავს ყველა ქვეყანა. ძირითადი განსხვავება ქართულ კანონმდებლობასა და სხვა ქვეყნის სამართალს შორის იმ ძირითად მოტივზე მითითებაა, რამაც პირი შეიძლება აქციოს უღირს მემკვიდრედ.
საკვანძო სიტყვები :
ანდერძი, უღირსი მემკვიდრე, ნების თავისუფლება, საერთაშორისო გამოცდილება