სეკვესტრი, როგორც იძულებითი აღსრულების ღონისძიება
აბსტრაქტი :
წინამდებარე სტატიაში განხილულია ქონების იძულებითი მართვის (სეკვესტრის) განხორციელების საფუძვლები და წესი სააღსრულებო სამართალში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ სეკვესტრის გამოყენების საფუძვლებს და თავისებურებებს. ავტორის მიერ წარმოდგენილია პრაქტიკაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
სტატიაში განხილული თემები მკითხველს დაეხმარება ნათელი წარმოდგენა იქონიოს იძულებითი აღსრულების სამართლებრივ ასპექტებზე, კერძოდ კი, იძულებითი მართვის როლისა და მნიშვნელობის თაობაზე კანონმდებლობაში, ვინაიდან სეკვესტრი გახლავთ აუქციუნის უწყინარი ალტერნატივა და მიუხედავად აღნიშნულისა, იგი თითქმის არ გამოიყენება სამართაწარმოებაში.
აღნიშნული საკითხის შესწავლაში დაგვეხმარება განსახილველი საკითხის შედარება სხვა ქვეყნებში არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს ნათლად წარმოვაჩინოთ ქონების იძულებითი მართვის სამართლებრივი ანალიზი. სტატია მკითხველს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის სეკვესტრის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ქართულ სამართალში.
საკვანძო სიტყვები :
სააღსრულებო წარმოება, უზრუნველყოფა, მმართველი, ქონების განკარგვა