ჟურნალი „სამართლის მაცნეს” წარდგენის ღონისძიება

2020 წლის 21 ოქტომბერს 12 საათზე  „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართება  ამავე კავშირის გამოცემა – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ  „სამართლის მაცნეს“ წარდგენის ღონისძიება დისტანციურად,  პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

ღონისძიებას დაესწრებიან სამეცნიერო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, სასამართლო ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

12 00 – 1215  სთ.

მისალმება, ჟურნალის წარდგენა – სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალის მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია

12 15 – 1220   

ღონისძიების გახსნა –  სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი- ჰედრიხი

„სამართლის მაცნეს“  პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია:

12 20 – 12 25  

მარიამ გაიპარაშვილი –  არამართლზომიერი ქმედების შედეგად სიცოცხლისა (wrongful life) და დაბადების (wrongful birth) საქმეები ადამიანის უფლებების ჭრილში.

12 25 12 30  

თამარ მახარობლიძე – შინაპატიმრობის დანიშვნის სადავო საკითხები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

12 30 12 35

ელენე კავთუაშვილი – საუკეთესო ინეტერესების პრიორიტეტულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში.

12 35 12 40

გიორგი გამხიტაშვილი – თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი.

12 40 12 45  

ბაკურ ლილუაშვილი – ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის მიხედვით.

12 45 12 50  

სოფიო დემეტრაშვილი, ნატო გუგავა – საარჩევნო სისტემის მიმდინარე რეფორმა საქართველოში

12 50 12 55  

ილია ხუციშვილი – ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემური ასპექტები

12 55 13 15 –  თავისუფალი სიტყვა- მოწვეული სტუმრები;

13 15 – პრეზენტაციის დახურვა