მისია და მიზნები
ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერების განვითარების და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
ჟურნალის მიზნებია:
- სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა, ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაცია;
- მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოში ისეთი მექანიზმების შემუშავებაში, რომლებიც აუცილებელია დაინერგოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:
- მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემათა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება და უმაღლესი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება;
- ჟურნალის პოპულარიზაცია;
- თანამშრომლობისთვის ქართველი და უცხოელი ავტორების, ასევე, რეცენზენტების მოზიდვა;
- მკითხველთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება;
- ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შესვლა (ერთ–ერთ მთავარ ამოცანად და გამოწვევად დასახულია „Scopus„ – ის საერთაშორისო ბაზაში შესვლა);
- შიდა და გარე რეცენზენტების, ასევე, ავტორების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა სპეციალიზაციის მიხედვით.