განზრახვისა და გაუფრთხილებლობის თავსებადობის საკითხი საფრთხის დელიქტებში

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია განზრახვისა და გაუფრთხილებლობის ურთიერთმიმართება საფრთხის დელიქტებთან. საფრთხის დელიქტები გამოირჩევიან თავიანთი განსაკუთრებული ხასიათით. მათი განსაკუთრებულობა კი, პირველ რიგში, გამომდინარეობს იმ როლიდან, რომლის შესასრულებლადაც გახდა საჭირო მათი დანერგვა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, კერძოდ, აქ ხაზგასასმელია, საფრთხის დელიქტების მიერ დასაცავი ობიექტების ღირებულება და სახელმწიფოს მიერ მათი უსაფრთხოდ არსებობის უპირობოდ უზრუნველყოფა. მათ მიერ დასაცავი სამართლებრივი სიკეთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათი ობიექტური მხარის აგებულება გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება, კერძოდ, კლასიკური დელიქტებისაგან განსხვავებით, მათი დისპოზიცია გამოიხატება ქმედების განხორციელებით, რომელიც ნიშანდობლივ საფრთხეს უქმნის სისხლის სამართლის კოდექსით დაცულ სიკეთეს (კონკრეტული საფრთხის დელიქტები) ან საზოგადო საფრთხის შემცველი ქმედების ჩადენით (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები).

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გაანალიზდა განზრახვისა და გაუფრთხილებლობის საკანონმდებლო ელემენტების ურთიერთმიმართება საფრთხის დელიქტების სახეებთან. გასარკვევია, რამდენად სრულადაა წარმოდგენილი განზრახვისა და გაუფრთხილებლობის ნიშნები კონკრეტულ და აბსტრაქტულ საფრთხის დელიქტებში. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა განზრახვის ან გაუფრთხილებლობის რომელი სახე შეიძლება გამოვლინდეს საფრთხის დელიქტების კონკრეტულ სახეებში.

საკვანძო სიტყვები :

საშიშროება, შეგნებულობა, უპასუხისმგებლობა

სრული PDF:

PDF