მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადგილი აზერბაიჯანის, ალბანეთისა და პორტუგალიის სამართლის სისტემაში, ქართულ მოდელთან შედარებითი სამართლებრივი ანალიზი
აბსტრაქტი :
სტატია ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამართლებრივ სტატუსსა და ადგილს საქართველოსა და განვითარებად და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების (აზერბაიჯანი, ალბანეთი და პორტუგალია) სამართლის სისტემაში, ამ კუთხით მათ შედარებით-სამართლებრივ ანალიზს და ქართულ რეალობასთან დადებითი/ძლიერი და ურყოფითი/სუსტი მხარეების ჩვენებას.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განვითარებადი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართლის სისტემებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადგილს, მათი სტატუსის წარმოშობისა და განვითარების თავისებურებებს, ნორმატიული და ფუნქციონალური, შედარებით-სამართლებრივი მეთოდოლოგიის საფუძველზე დახასიათებას, ქართულ სამართლებრივ რეალობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შედარებით საერთო და განმასხვავებელი ნიშნების გამოვლენას.
სტატიაში ყურადღება ასევე გამახვილებულია იმ სისტემატიზირებულ და სტანდარტებით გამყარებულ სამართლებრივ რეჟიმზე, რომელშიც მოქმედებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სამართლის იმ ნაკლებად განვითარებულ სისტემებთან (აზერბაიჯანი, ალბანეთი) შედარებით, სადაც მათი ფუქნციები და მოქმედების არეალი სუსტია და ნაკლებეფექტური.
შედარებით-სამართლებრივი მეთოდოლოგიის საფუძველზე ნაჩვენებია ის აშკარა განმასხვავებელი სამართლებრივი ნიშნები, ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებითაც გამოირჩევიან აზერბაიჯანის, ალბანეთის, პორტუგალიისა და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
საკვანძო სიტყვები :
შედარებითი, ფინანსური, სტატუსი