პირადი ცხოვრების უფლების დაცვისა და ცილისწამების რეგულირების პრობლემა თანამედროვე მედიაში

აბსტრაქტი :

თანამედროვე მედიისთვის აქტუალურია პირადი ცხოვრების უფლებისა და ცილისწამების პრინციპების დაცვის მექანიზმების შესწავლა. შესაბამისად ნაშრომში განხილულია დაწესებული კანონები ცილისწამებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემაზე ჟურნალისტის საქმიანობისას: ცილისმწამებლური მასალების უმეტესობა, პირადი ცხოვრების პირადული დეტალების გაშუქება დაუდევარი ჟურნალისტური მუშაობის შედეგია თუ ჟურნალისტების მხრიდან არსებული სიტუაციების ფონზე მათში ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლები. სტატიაში გაანალიზებულია ქართული მედიის სამართლებრივი რეგულაციების შედარებითი ანალიზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ მედია რეგულაციებთან ცილისწამებისა და პირადი ცხოვრების პატივიცემის კონტექსტში. შემოთავაზებულია ჟურნალისტური პროფესიის ამ იდუმალი მხარის ცილისწამებლური მასალებისა და პირადი ცხოვრების დეტალების გაშუქების კუთხით არსებული საფრთხის თავის არიდების გზის ძიება.

ნაშრომში ასევე გამოკვლეულია სამართლებრივი მედიის ბუნების ცვლადი ფორმები პირადი ცხოვრების უფლებისა და ცილისწამების პრინციპების დაცვის კონტექსტში. ნამსჯელია მედიაში ჟურნალისტური მასალების გაშუქებისას პირადი ცხოვრების უფლების რეგულაციების წარმოქმნა და გაანალიზებულია ამ კუთხით ჟურნალისტების ვალდებულებების ზოგიერთი ბოლოდროინდელი ტენდენციები.

საკვანძო სიტყვები :

თვითრეგულირება, ავსიტყვაობა, დიფამაცია

სრული PDF:

PDF