სამკვიდროს მიღების სამართლებრივი თავისებურებანი

აბსტრაქტი :

ნაშრომში განხილულია სამკვიდროს მიღების სამართლებრივი თავისებურებები. საკვლევი საკითხი მრავალმხრივ საგულისხმოა, ვინაიდან სამემკვიდრეო სამართლებრივი ნორმების ძირითადი ნაწილი არ შეცვლილა სამოქალაქო კოდექსის მიღების შემდეგ, ხოლო პრაქტიკის წარმოების შედეგად დაგროვდა ბევრი პრობლემური საკითხი, რომელიც ახლებურად გააზრებას საჭიროებს. კვლევის მიზანია, გაანალიზდეს სამკვიდროს მიღებისა და მის მიღებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები და მასთან დაკავშირებული თავისებურებანი. სტატიაში გამოყენებული იურიდიული ლიტერატურისა და საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბოს მისი მოგვარების გზები. ნაშრომი შეიცავს აგრეთვე საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთისა და საფრანგეთის შედარებით-სამართლებრივ და ნორმატიულ-სამართლებრივ ანალიზს.

მოცემული სტატია წარმოადგენს სამართლებრივ კვლევას, რომლის მიზანია სტატიაში გამოყენებული საკანონმდებლო ნორმების, სასამართლო და სანოტარო პრაქტიკისა და იურიდიული ლიტერატურის შედარებითი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკვლევი თემის მიმართულებით დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შემუშავდეს დასკვნები და რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები :

მემკვიდრე, კანონი, ანდერძი

სრული PDF:

PDF