სამოქალაქო ავიაციის სფეროში კონკურენცია, როგორც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის მამოძრავებელი ძალა
აბსტრაქტი :
სტატიის მიზანია, შეისწავლოს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის არსი და დანიშნულება; გააანალიზოს ევროპის ერთიანი საავიაციო ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებანი და კონკურენციის დამცავი ნორმები; გამოკვეთოს საავიაციო სფეროში, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს თანაარსებობის პრიორიტეტული საკითხები.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ევროპის გაერთიანება/ევროპის კავშირი თავდაპირველად მხოლოდ წევრი ქვეყნებისათვის ბაზარზე ფუნქციონირების ერთიანი ნორმებს ქმნიდა. მოგვიანებით, მისთვის აქტუალური გახდა არაწევრ/კანდიდატ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რაც გამოიხატა ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ჩამოყალიბებით. საქართველოსთვის, როგორც უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოსთვის, მეტად მნიშვნელოვანია მათი სამართლებრივი ბაზის გაანალიზება და ჰარმონიზაციის პროცესის სწორხაზოვნად წარმართვა.
საკვანძო სიტყვები :
ლიბერალიზაცია, ჰარმონიზაცია, გადაყვანაგადაზიდვები