საუკეთესო ინეტერესების პრიორიტეტულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში

აბსტრაქტი :

მართლმსაჯულების სწორი და ეფექტური განხორციელება რჩება სახელმწიფოს მთავარ ამოცანად, მისი განვითარების, ნებისმიერ ეტაპზე. არასრულწლოვანთა დანაშული საერთაშორისო ფენომენია და როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემების შესწავლა გვიჩვენებს, ამ პრობლემას მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცა. თემა აქტუალურია საქართველოსთვისაც, რადგან 2016 წლის 1-ელ იანვარს ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. აღნიშნული დოკუმენტი, პრინციპების დონეზე სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა შემოიტანა ახალი ცნება – არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების სახით. კოდექსი საწყისშივე მკაცრად აცხადებს რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას ეფუძნება. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები“ – ხაზგასმით მიუთითებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4 მუხლი. ყველა შემდგომი ნორმა, სწორედ, იმას ემსახურება რომ არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების პროცესი ამ ფუძემდებლური პრინციპის საფუძველზე ხორციელდებოდეს.

სტატიაში, „საუკეთესო ინეტერესების პრიორიტეტულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში“ – განხილულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების ცნება, მისი არსი, მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისთვის. ამასთან, სტატიაში, გამოყენებულია მიმოხილვითი და ისტორიული მეთოდი. კვლევის მეთოდურ საფუძველს კი წარმოადგენს საერთაშორისო ხასიათის კონვენციები.

საკვანძო სიტყვები :

ბავშვი, სასამართლო, კრიტერიუმი

სრული PDF:

PDF