უხამსობის შეფასების ქართული ტესტი და საერთაშორისო გამოცდილება
აბსტრაქტი :
სტატიაში გამოკვლეულია უხამსობის რეგულირების ქართული მოდელის ხარვეზები და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. სტატიაში გაანალიზებულია უხამსობის რეგულირების აშშ-ს მოდელი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. სტატიაში შეთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები უხამსობის ცნების დახვეწის მიმართულებით. კვლევისას გამოიკვეთა, რომ უხამსობის ცნების განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზიანია და კონვენციონალურ მორალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის რისკებს ქმნის. უხამსობის ცნების შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივად და თვალსაზრისობრივად ნეიტრალური შეზღუდვის არსს ეწინააღმდეგება. გამოხატვის თავისუფლების ქართული კონსტიტუციური მოდელი შინაარსობრივად და თვალსაზრისობრივად ნეიტრალურ რეგულირებაზეა ორიენტირებული და არ ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი მორალის დაცვის საფუძვლით. აღნიშნული კი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივად და თვალსაზრისობრივად ნეიტრალური შეზღუდვის არსს ეწინააღმდეგება.
საკვანძო სიტყვები :
გამოხატვა, მოდელი, უფლება