გამომცემელი
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ გახლავთ ა(ა)იპ ‘სამართლის მეცნიერთა კავშირი“- ს პერიოდული გამოცემა.
ჟურნალი დაარსდა 2019 წლის 15 დეკემბერს.
ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434.
ჟურნალის საერთო პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს გამომცემელი.
გამოცემის ფორმა და ხელმისაწვდომობა
ჟურნალი გამოდის ელექტრონული ფორმით და ქვეყნდება ჟურნალის ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.heraldoflaw.com
ჟურნალი არის ღია წვდომის და ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უსასყიდლოა.
პერიოდულობა
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ – ივლისში და დეკემბერში. შესაძლებელია, ასევე, დამატებით სპეციალური ნომრის გამოცემა.
რეფერირება
ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების რეფერირება მოხდება ინსტიტუტ „ტექინფორმი“-ს “ქართულ რეფერატულ ჟურნალში”, სამომავლოდ კი უცხოურ რეფერატულ ჟურნალებში.
სარედაქციო დამოუკიდებლობა
ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია.
ჟურნალის თემატიკა
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სამეცნიერო სტატიები აქტუალურ საკითხებზე სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
გარდა ზემოაღნიშნულისა ჟურნალში ქვეყნდება ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირი“-ს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების და დისკუსიების მასალები.
მკითხველი გამოცემებში გაეცნობა სამართლის მეცნიერების, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მმართველობის განვითარების პერსპექტივებს და პრობლემებს საქართველოში და მსოფლიოში.
სამიზნე ჯგუფი
ჟურნალი განკუთვნილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების, დოქტორანტების, სტუდენტების და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე, სამართლის დარგით დაინტერესებულ პირთათვის.
ავტორები
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.
გამონაკლის შემთხვევებში, სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები ჟურნალის თემატიკაზე გამოსაქვეყნებლად მიიღება მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.
სარედაქციო კოლეგია
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება სამართლის დარგის მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მეცნიერების და მკვლევარებისგან.
ჟურნალის ენა
ჟურნალში გამოქვეყნდება სტატიები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).
ჟურნალის მისია
ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერების განვითარების და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
ჟურნალის მიზნებია:
ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:
სტატიების კონკურსი და რეცენზირება
ჟურნალში სამეცნიერო სტატიების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით და ორმხრივად (“double-blindpeer review”) ფარული (ანონიმური) რეცენზირების გზით, რაც უზრუნველყოფს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების მაღალ ხარისხს.
რეცენზენტები შეიძლება იყვნენ სამართლის დარგის მაღალი კვალიფიკაციის და ავტორიტეტის მქონე ქართველი და/ან უცხოელი მეცნიერები / მკვლევარები, რომელთა სპეციალობა ყველაზე ახლოსაა ნაშრომის თემასთან.
საავტორო უფლებების დაცვა
ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.
პუბლიკაციის ეთიკა
რედაქცია მკაცრად იცავს პუბლიკაციის ეთიკას და მას მიიჩნევს ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად.
პასუხისმგებლობები
გამოქვეყნებული სტატიის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. მისი პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო კოლეგიის შეხედულებებს.
ჟურნალის რედაქცია პასუხს არ აგებს სტატიის გამოქვეყნების შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზარალზე. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის გამოქვეყნების შედეგად მოხდა საავტორო ან სხვა უფლებების დარღვევა, რედაქცია უფლებამოსილია გამოქვეყნებული სტატია ამოიღოს მონაცემთა ბაზიდან.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების შინაარსის ხარისხზე.
თანამშრომლობა
ჟურნალი თანამშრომლობს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელისუფლებო ორგანოებთან, ქართველ და უცხოელ სამეცნიერო წრეებთან, იურისტებთან, ადგილობრივ და უცხოელ დონორებთან.