ჟურნალი “სამართლის მაცნეს” გამომცემელი ბერლინის დეკლარაციას შეუერთდა

ჟურნალი “სამართლის მაცნეს” გამომცემელი ბერლინის დეკლარაციას შეუერთდა
ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ გამომცემელი „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი გახდა.
დეკლარაციის მიზანია ინტერნეტის ქსელის როგორც სამეცნიერო ცოდნის გავრცელების ფუნქციონალური ინსტრუმენტის მხარდაჭერა.
დეკლარაცია ღია წვდომას მიიჩნევს სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებულ ზოგადსაკაცობრიო ცოდნის და კულტურული
მემკვიდრეობის გავრცელების ყოვლისმომცველ წყაროდ.
დეკლარაციის ხელმომწერები ხელსუწყობენ ღია წვდომის პრინციპის განვითარებას, მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებლის მიღწევის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ „სამართლის მაცნე“ გახლავთ ასევე ბუდაპეშტის ღია წვდომის ინიციატივის ხელმომწერი.