„სამართლის მაცნემ“ ახალი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა!

„სამართლის მაცნემ“ ახალი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა!

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა HeinOnline – ში ინდექსირდება.

HeinOnline სათაო ოფისი განთავსებულია ნიუიორკში.

ბაზა მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პერიოდული გამოცემების 194 მილიონ ფურცელს.

ეს გახლავთ მესამე საერთაშორისო ბაზა, რომელშიც ინდექსირდება „სამართლის მაცნე“.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემიდან გასულია მხოლოდ ერთი წელი.

ვულოცავთ ჟურნალის საერთაშორისო წარმატებას გამომცემელი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირის” წევრებს, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას, რედაქტორებს, ავტორებს, რეცენზენტებს და იურიდიულ საზოგადოებას!

ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვა მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებისა და იმპაქტ-ფაქტორის მოპოვებისათვის.