ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო რეგიონალური და უნივერსალური სახელშეკრულებო ორგანოები და მათი მნიშვნელობა

აბსტრაქტი :

 

სტატიაში განხილულია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სარგებლობის მნიშვნელოვანი ასპექტები და დარღვეული უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დაცვის საშუალებების ეფექტურობის საკითხები.

კვლევის ფარგლებში განხილულია ევროპის საბჭო, როგორც რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, როგორც უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ მიერ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაარსებული რეგიონალური და უნივერსალური მექანიზმების მნიშვნელობა. სტატიაში განხილულია უნივერსალური საზედამხედველო ორგანოებისადმი იშვიათი მიმართვის გამომწვევი მიზეზები, ასევე ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციიდან წევრი სახელმწიფოს გასვლით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

მიუხედავად იმის, რომ საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციას 2014 წელს მოაწერა ხელი, დღემდე არ არის რატიფიცირებული მისი დამატებითი ოქმი, რის გამოც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტისათვის მიმართვის არანაირი მექანიზმი.

კვლევამ აჩვენა, რომ თურქეთისთვის „სტამბულის კონვენციის“ დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა და მისი პრაქტიკაში განხორციელება გადაულახავ პრობლემად იქცა, რის გამოც იგი გავიდა კონვენციიდან, რაც ცალსახად უკან გადაგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს თურქეთში ოჯახში ძალადობისა და განსაკუთრებით ქალთა მიმართა ძალადობის უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე. კვლევის შედეგად გაკეთდა რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები :

თავისუფლება, მექანიზმები, ურთიერთქმედება

სრული PDF:

PDF