ჟურნალი „სამართლის მაცნეს” წარდგენის ღონისძიება
2020 წლის 21 ოქტომბერს 12 საათზე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართება ამავე კავშირის გამოცემა – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ წარდგენის ღონისძიება დისტანციურად, პლათფორმა ზუმის მეშვეობით.
ღონისძიებას დაესწრებიან სამეცნიერო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, სასამართლო ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
დღის წესრიგი
12 00 – 1215 სთ.
მისალმება, ჟურნალის წარდგენა – სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალის მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია
12 15 – 1220
ღონისძიების გახსნა – სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი და ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი- ჰედრიხი
„სამართლის მაცნეს“ პირველ ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია:
12 20 – 12 25
მარიამ გაიპარაშვილი – არამართლზომიერი ქმედების შედეგად სიცოცხლისა (wrongful life) და დაბადების (wrongful birth) საქმეები ადამიანის უფლებების ჭრილში.
12 25 12 30
თამარ მახარობლიძე – შინაპატიმრობის დანიშვნის სადავო საკითხები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში
12 30 12 35
ელენე კავთუაშვილი – საუკეთესო ინეტერესების პრიორიტეტულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში.
12 35 12 40
გიორგი გამხიტაშვილი – თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი.
12 40 12 45
ბაკურ ლილუაშვილი – ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის მიხედვით.
12 45 12 50
სოფიო დემეტრაშვილი, ნატო გუგავა – საარჩევნო სისტემის მიმდინარე რეფორმა საქართველოში
12 50 12 55
ილია ხუციშვილი – ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემური ასპექტები
12 55 13 15 – თავისუფალი სიტყვა- მოწვეული სტუმრები;
13 15 – პრეზენტაციის დახურვა