სამომხმარებლო შეთანხმებების სამართლებრივი ბუნება სოციალურ ქსელებში
აბსტრაქტი :
თანამედროვე სამართალში იკვეთება ახალი სამართლის დარგების თუ დარგთა ჯგუფების წარმოშობის ტენდენცია. ერთ-ერთ ასეთ დარგთა ჯგუფს განეკუთვნება ტექნოლოგიების სამართალი, რომლის ერთ-ერთ დარგსაც სოციალური ქსელების სამართალი წარმოადგენს. სოციალური ქსელების სამართალში ცენტრალური ადგილი უკავია სამომხმარებლო შეთანხმებებს. სტატიაში განხილულია სამომხმარებლო შეთახმების სამართლებრივი ბუნება, მხარეთა უფლება-მოვალეობები და რისკების გადანაწილების საკითხები. სტატიაში განხილულია ცალკეულ სოციალურ ქსელებში განთავსებული სამომხმარებლო შეთანხმებების სამართლებრივი საკითხები, გამოსაყენებელ სამართალთან და მხარეთა უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული პრობლემატიკა. სამომხმარებლო შეთანხმებაში ერთი მხარე ყოველთვის სოციალური ქსელის სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, ხოლო მეორე მხარე შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაირკვეს მხარეებს ერთმანეთის მიმართ რა უფლება-ვალდებულებები გააჩნიათ. სოციალური ქსელების სამართალში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის სამართალს, არამედ თავად ამ ქსელების, პლატფორმების მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებულ სამართლის ნორმებს, რომლებიც შესაძლოა არც ერთი მხარის ქვეყნის სამართლიდან არ გამომდინარეობდეს დაამკვიდრებდეს სრულიად ახალ, ლოკალური სამართლის დებულებებს.
საკვანძო სიტყვები :
ინტერნეტი, სამართალი, პლატფორმა