,,უფლებრივი სახელმწიფოს“ იდეა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციაში

აბსტრაქტი :

ნაშრომი შეეხება ,,უფლებრივი სახელმწიფოს“ იდეას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ნასაზრდოები იყო დასავლური ფასეულობებითა და ადამიანზე ორიენტირებული ღირებულებებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ,,უფლებრივი სახელმწიფოს“ იდეა ითვალისწინებდა ყველა იმ კომპონენტს, რომელსაც თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოიაზრებს. სტატიაში გაანალიზებულია თავისუფლებისა და თანასწორობის განუყოფლობის იდეა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციაში და კანტისეული დოქტრინის გავლენა თანასწორობის და თავისუფლების ერთიანობის შესახებ. ნაშრომში გამოკვლეულია სეკულარიზმის პრინციპი და მისი მოწესრიგების თავისებურებანი საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციასა და მოქმედ კონსტიტუციაში, შედარებითი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ხარვეზები სეკულარიზმის პრინციპისა და კონფესიათა თანასწორობის გარანტირების კუთხით.

სტატიაში კონსტიტუციური დებულებები გაანალიზებულია თანამედროვე კონსტიტუციური ღირებულებების ჭრილში. ნაშრომში ხაზგასმულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის როლი და მემკვიდრეობითი უწყვეტობა, რაც მას თანამედროვე ქართულ კონსტიტუციასთან აკავშირებს.

 

საკვანძო სიტყვები :

თავისუფლება, თანასწორობა, სეკულარიზმი

სრული PDF:

PDF