საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოლოცვა სამართლის მაცნეს გამოცემასთან დაკავშირებით

სამეცნიერო საბჭო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოლოცვა სამართლის მაცნეს გამოცემასთან დაკავშირებით

ვულოცავ იურიდიულ საზოგადოებას ახალი სამეცნიერო ჟურნალის, „სამართლის მაცნეს“ გამოსვლას.

ვფიქრობ, ქართულ იურიდიულ პერიოდიკას, „სამართლის მაცნეს“ სახით შეემატა ჟურნალი, რომელიც იქცევა მაღალპროფესიული და სიღრმისეული სამართლებრივი დისკუსების წარმართვის პლატფორმად.

თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმებისა და თითოეული ინდივიდის სამართლებრივი დაცულობის გარანტიის შექმნა მიღწევადია, მხოლოდ, სამართლის განვითარების გზით. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ეროვნული სამართლებრივი სისტემის გაძლიერება, კვალიფიციური სამეცნიერო კვლევების განხორციელება და მათი, საზოგადოების ფართო წრეებისათვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. იმედს გამოვთქვამ, რომ სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ გახდება, იურისპრუდენციის და ადამიანის უფლებების აქტუალური და პრობლემური საკითხების შესახებ, წარმატებული ბეჭდვითი სამეცნიერო ტრიბუნა, რომელიც გაამდიდრებს აკადემიურ რესურსს, შექმნის სამართლის თეორიისა და პრაქტიკის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. ასევე, იგი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქართული სამართლის, არამედ ქართული მართლმსაჯულების განვითარებასაც.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გამოცემა, ასევე, ემსახურებოდეს საზოგადოების ინფორმირების მიზანს, რათა მას ჰქონდეს ნათელი სურათი სამართლის, კანონისა და მისი პრაქტიკული გამოყენების ტენდენციების თაობაზე. და ბოლოს, ვუსურვებ „სამართლის მაცნეს“, ჰყავდეს ბევრი პოზიტიური და კრიტიკულად განწყობილი მკითხველი, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო დისკუსიის განვითარებასა და ხელშესახებს გახდის ჟურნალის მნიშვნელობას, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე

ნინო ქადაგიძე

სტატიების კონკურსი ჟურნალის მეორე ნომრისთვის

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მეორე (დეკემბრის) ნომრისთვის.

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

„სამართლის მაცნე“ გახლავთ  „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ს პერიოდული გამოცემა.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი  ISSN 2667-9434.

რეფერირება და ინდექსირება

ჟურნალი რეფერირდება ინსტიტუტ ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ).

ჟურნალი ინდექსირდება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა ISI (International scientific indexsing) – ში.

კონკურსის თემატიკა

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

ავტორები

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების ენა

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

სტატიების წარმოდგენის ვადა

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

საავტორო უფლებები

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.

ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY CA).

აღნიშნული ლიცენზიის თანახმად შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოყენება ნებისმიერი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ წყაროს მითითების ვალდებულებით.

ამ ლიცენციით ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გააზიაროს, გაავრცელოს, გაუკეთოს რეპროდუქცია ჟურნალს და ჟურნალის ნაწილებს, მაგრამ ასევე წყაროს მითითების ვალდებულებით (მათ შორის ვებგვერდის მისამართის).

ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ცვლილების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ამ ცვლილების შესახებ მითითება.

ყველა ახალი ნაშრომი, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე, ლიცენზირებული უნდა იყოს იმავე პირობებით როგორც ჟურნალში მითითებული გამოყენებული მასალა.

ჟურნალში აღინიშნება creative commons ლიზენცის თაობაზე.

სტატიების მიღების წესი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com.
სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.

ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.

სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.

რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.

რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.

სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკას, კონცეფციას, კონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესს.

ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.

რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.

რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.

სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.

კონკურსის შედეგები

ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.

ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.

სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com

 

ჟურნალის აქტებში ცვლილებები განხორციელდა

ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ სტატიების კონკურსის წესში და სტატიის გაფორმების წესში შევიდა ცვლილებები, რაც უკვე აისახა ჟურნალის ვებგვერდზე. ასევე შეიცვალა რეცენზენტის მიერ სტატიის შეფასების კრიტერუმები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილებების თანახმად ჟურნალს დაემატა სტატიების გამოქვეყნების ენები. ცვლილებამდე ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება შესაძლებელი იყო ქართულ და ინგლისურ ენებზე, ხოლო ცვლილებების შემდეგ კი, ასევე გერმანულ და რუსულ ენებზეც.

გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ პირველი ნომერი

გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ პირველი ნომერი. ჟურნალი გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა.

ჟურნალი გამოდის ელექტრონული ფორმით და ქვეყნდება ჟურნალის ოფიციალურ ვებ. გვერდზე Heraldoflaw.com

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უსასყიდლოა.

გრძელდება სტატიების კონკურსის ვადა

ჟურნალი „სამართლის მაცნე“-ს მიერ გამოცხადებული სტატიების კონკურსი ახალი კორონა ვირუსის გამო შექმნილი  საგანგებო მდგომარებიდან გამომდინარე გრძელდება 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით.

სტატიების კონკურსი

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის პირველი ნომრისთვის.

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

„სამართლის მაცნე“ გახლავთ  „სამართლის მეცნიერთა კავშირი“- ს პერიოდული გამოცემა.

კონკურსის თემატიკა

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

ავტორები

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების ენა

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე (ინგლისურენოვანი აბსტრაქტის და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი გამოყენებული ლიტერატურის და შენიშვნების (Notes) თანხლებით).

სტატიების წარმოდგენის ვადა

სტატიების წარმოდგენა შესაძლებელია 2020 წლის 10 მაისის ჩათვლით.

 

სტატიების მიღების წესი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com.
სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.

ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.

სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.

რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.

რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.

სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკას, კონცეფციას, კონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესს.

სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში, ავტორი ნაშრომზე განსაკუთრებულ უფლებას გადასცემს რედაქციას.

ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს

მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.

რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.

რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.

სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.

კონკურსის შედეგები

ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.

ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.

სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა

კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; 597754190; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com

მაია ცქიტიშვილის სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე’-ს რედაქტორად დანიშვნა

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“-ს მთავარი რედაქტორის ზურაბ ჭყონიას გადაწყვეტილებით,  ჟურნალის რედაქტორად დაინიშნა კავშირის წევრი, ქალბატონო მაია ცქიტიშვილი.

მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია, სარედაქციო კოლეგიის სახელით, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს ულოცავს ჟურნალის რედაქტორად დანიშვნას.  

მემორანდუმი და შეთანხმება ჟურნალის დაფინანსების შესახებ მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტთან

2 მარტს სამართლის მეცნიერთა კავშირსა და მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრისას მხარეებმა დაგეგმეს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებები.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტმა გადაწყვიტა სამართლის მეცნიერთა კავშირის ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნე”-ს გამოცემის ფინანსური უზრუნველყოფა. სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე, ზურაბ ჭყონია, კავშირის სახელით მადლობას უხდის მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ მარიამ მესხიშვილი-ეფაძეს მხარდაჭერისთვის.

ჟურნალ „სამართლის მაცნე”-ს მთავარ რედაქტორად ზურაბ ჭყონიას არჩევა

2020 წლის 29 იანვარს ჩატარდა კავშირის გამგეობის სხდომა.


გამგეობის გადაწყვეტილებით ჟურნალისამართლის მაცნე”- მთავარ რედაქტორად არჩეულ იქნა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონია, რომელსაც დაევალა ჟურნალის რედაქციის ტექნიკური პერსონალისა და სარედაქციო კოლეგიის დაკომპლექტება.

ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერთა და პრაქტიკოს იურისტთა მნიშვნელოვანი სამეცნიეროპრაქტიკული კვლევების წარმოჩენა და როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა და ამ გზით აღნიშნული კვლევების

საერთაშორისო ინტეგრაცია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ჟურნალის მიზანია მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება, უმაღლესი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შესვლის გზით.

იმავე სხდომაზე გამგეობის გადაწყვეტილებით კავშირის წევრად მიღებულ იქნა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარი ნიკა დუდაშვილი.

ნიკა დუდაშვილს ვულოცავთ კავშირის წევრად მიღებას.